ფოთში, კიკალეიშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოეწყო

ფოთში, კიკალეიშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოეწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაიგო ორი ფენა ასფალტო-ბეტონის საფარი; მოეწყო რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, ტროტუარები დეკორატიული დაწნეხილი ფილებით; დამონტაჟდა ახალი გარე განათების სისტემა; განხორციელდა სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა და დამონტაჟდა საგზაო ნიშნები.

დასრულებული სამუშაოები ფოთის, ხობის და სენაკის დელეგატმა გიორგი ხახუბიამ ფოთის მერთან, ბექა ვაჭარაძესთან, ერთად დაათვალიერა.

„საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით ვაგრძელებთ აქტიურ ღონისძიებებს როგორც სახელმწიფოს, ისე ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, რომელიც ეტაპობრივად მოიცავს ქალაქის ყველა ქუჩას“ -განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს