ვოლოდიმირ ზელენსკი - ვხედავთ მზარდ ალიანსს რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის - საქმე აღარ ეხება მხოლოდ იარაღის გადაცემას

ვხედავთ მზარდ ალიანსს რუსეთსა და ისეთ რეჟიმებს შორის, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა. აქ უკვე საქმე აღარ ეხება მხოლოდ იარაღის გადაცემას, რეალურად საუბარია ჩრდილოეთ კორეიდან ხალხის საოკუპაციო სამხედრო ძალებში გადაყვანაზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ასეთ ვითარებაში უკრაინის ურთიერთობა პარტნიორებთან კიდევ უფრო უნდა განვითარდეს.

„ ფრონტის ხაზს მეტი მხარდაჭერა სჭირდება. როდესაც ვსაუბრობთ უკრაინისთვის უფრო შორ მანძილზე მოქმედი შესაძლებლობებისა და ჩვენი ძალებისთვის უფრო გადამწყვეტი მარაგების მიცემაზე, ეს არ არის მხოლოდ სამხედრო აღჭურვილობის სია. საუბარია აგრესორზე ზეწოლის გაზრდაზე - ზეწოლაზე, რომელიც უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე რუსეთს შეუძლია გაუძლოს - და ასევე საუბარია კიდევ უფრო დიდი ომის თავიდან აცილებაზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ნამდვილი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ძალით და მთელი მომავალი კვირა დაეთმობა პარტნიორებთან მუშაობას ასეთი ძალისთვის და ნამდვილი მშვიდობისთვის.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა