გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანა ლიურმანი - ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას, რომელიც დაბრკოლებებს უქმნის ევროკავშირისკენ ამ გზას

სრულიად ნათელია, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თუმცა ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას, რომელიც დაბრკოლებებს უქმნის ევროკავშირისკენ ამ გზას, - ამის შესახებ ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანა ლიურმანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს უფლება, თავისუფლად გადაწყვიტოს საკუთარი გზა.

„სრულიად ნათელია, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თუმცა ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას, რომელიც დაბრკოლებებს უქმნის ევროკავშირისკენ ამ გზას. მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ხალხს ჰქონდეს უფლება, თავისუფლად გადაწყვიტოს საკუთარი გზა. ამიტომ არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარება მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია“, – განაცხადა ანა ლიურმანმა.

ლიურმანის ინფორმაციით, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე განხილული იქნება საქართველოში არსებული ვითარება.

ანა ლიურმანის განცხადების თარგმანს გერმანულიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს