ლენტეხში ერთ-ერთ მწვერვალს საქართველოს ეროვნული გმირის - ალეკო ონიანის სახელი მიენიჭა

ლენტეხში სოფელ ჟახუნდერის ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს შინდისისა და საქართველოს ეროვნული გმირის - ალეკო ონიანის სახელი მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთის დელეგატი გოჩა ენუქიძე სოციალურ ქსელში წერს.

ალეკო ონიანის სახელობის მწვერვალი ზღვის დონიდან 2 606 მეტრზე მდებარეობს.

„11 ოქტომბერს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ალეკო ონიანის სახელობის მწვერვალზე მონუმენტი დაიდგა.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან პაპუნა მარგველიძესთან და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერთან გია ონიანთან ერთად გმირის საფლავი მოვინახულე და კიდევ ერთხელ პატივი მივაგეთ გარდაცვლილის ხსოვნას.

შეგახსენებთ, რომ ალეკო ონიანი აგვისტოს ომში, სოფელ შინდისთან გმირულად დაიღუპა. ნათლულ, კაპრალ რომან ზოიძესთან ერთად თავი ყუმბარით აიფეთქა.

სიკვდილის შემდეგ მას მიენიჭა ვახტანგ გორგასლის l ხარისხის ორდენი (2009) და (2021) წელს კი ეროვნული გმირის წოდება”, - წერს ენუქიძე „ფეისბუქზე“ .

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები