ელგუჯა ხოკრიშვილი - კალაძის განცხადება სამარცხვინოა - ანა ლიურმანის პორტფელში ევროკავშირთან ურთიერთობებია, შევედით ძალიან საშიშ ფაზაში

სამარცხვინოა კალაძის განცხადება და სამწუხარო, - ასე ეხმაურება „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელი, ელგუჯა ხოკრიშვილი „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის მიერ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანა ლიურმანის შესახებ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან ანა ლიურმანზე საუბრისას განაცხადა, რომ „ჩვეულებრივი კუბილიუსია კაბაში”.

როგორც ელგუჯა ხოკრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, ქვეყანა შევედით ძალიან საშიშ ფაზაში, რადგან სრულ იზოლაციაშია.

„ის არის გერმანიის სახელმწიფო მინისტრი, რომლის პორტფელშიც ევროკავშირთან ურთიერთობებია. სტრატეგიული ბუნდოვანება, რაც ცოტა ხნის წინ კიდევ არსებობდა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით, რომ ისინი ნაბიჯებს დგამდნენ თუნდაც დემოკრატიისკენ, თუნდაც ევროკავშირისკენ, ეს სტრატეგიული ბუნდოვანება სრულიად მოხსნილია.

შევედით ძალიან საშიშ ფაზაში. სრულ იზოლაციაშია ქვეყანა, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას ვგულისხმობ. ამას ოფიციალურადაც აცხადებენ. გაყინულია თითქმის ყველანაირი მაღალი დონის შეხვედრები, ასევე გარკვეულწილად გაყინულია თანამშრომლობის ფორმატები, პროგრამები, რომელიც არსებობდა საქართველო ევროკავშირსა და ცალკეულ წამყვან ქვეყნებს შორის.

გერმანია ყოველთვის გამოირჩეოდა იმით, რომ ჰქონდა ფართო სპექტრი თანამშრომლობის და ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს მივედით ამ ნიშნულზე, რომ გერმანიის სახელმწიფო მინისტრი ხაზს უსვამს და საქართველოს მოქალაქეებს და საქართველოს მთავრობას ერთმანეთისგან მიჯნავს. თვლის, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროპელები არიან და მათი მომავალი არის ევროპაში და იმედი აქვთ, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის გააკეთებს სწორ არჩევანს“, - განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა.

ცნობისთვის, ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანა ლიურმანის განაცხადებით, ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თუმცა „ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას, რომელიც დაბრკოლებებს უქმნის ევროკავშირისკენ ამ გზას“.

აღნიშნულ განცხადებას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „არ ვიცი, ვინაა ეს ქალბატონი [ანა ლიურმანი]. ჩვეულებრივი კუბილიუსია კაბაში. ეს არის ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ“.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის