მამუკა მდინარაძე -  როდესაც ვლაპარაკობთ ნაცაგენტურაზე, იქნება სააკაშვილი, გვარამია, გახარია თუ ხაზარაძე, იმიტომ უნდა აგონ თქვენს წინაშე პასუხი, რომ ქართული წარმოშობის ადამიანები, არაქართულ საქმეს ემსახურებიან

როდესაც ვლაპარაკობთ ნაცაგენტურაზე, ეს სააკაშვილი იქნება თუ გვარამია, გახარია იქნება თუ ხაზარაძე, სწორედ იმიტომ უნდა აგონ მათ ხალხის - თქვენს წინაშე პასუხი, რომ სამწუხაროდ, ისინი, ქართული წარმოშობის ადამიანები, არაქართულ საქმეს ემსახურებიან და საერთო, ქვეყნის გარედან მიღებული დავალებებით მოქმედებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ზუგდიდში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის აღნიშნული წარმომადგენლები შემდეგ ცდილობენ, მომხრეებსა და საკუთარ თავსაც დააჯერონ, რომ ყველაფერ ქართულზე რუსულის წოდებით მათ ქმედებებს გაამართლებენ.

„იმისათვის, რომ თავიანთ მომხრეებს და ხანდახან შეიძლება საკუთარ თავსაც დააჯერონ, რომ ასე არის. ანუ მათ ჰგონიათ, რომ ამით დააჯერებენ, რომ ყველაფერს ქართულს დაარქვან რუსული, რომ ყველაფერ ეროვნულს უწოდონ რაღაც სხვა, დამაკნინებელი სიტყვა. ასე ამართლებენ თავიანთ მოქმედებებს, მაგრამ არანაირი გამართლება არ აქვს მეგობრებო, იმ თუნდაც ერთი ამომრჩევლის - ხაზგასმით ვამბობ, თუნდაც ერთი ამომრჩევლის მხარდაჭერას იმ პოლიტიკური ძალისადმი, მისი სატელიტი პარტიებისადმი, რომელმაც დადგა, შეასრულა, ჩაიწერა და მერე ისეთი კადრები ამოუვარდა, ყურში რომ ჩაგვესმის დღესაც მეგრელი კაცის განწირული ყვირილი და არ მინდა გავაგრძელო ამ საშინელებაზე ლაპარაკი. წარმოიდგინეთ, რომ ამ ხალხსაც კი ჰყავს მხარდამჭერები, შეიძლება ცოტა, მაგრამ ჰყავთ, რომელთა ნაწილს მართლაც ჰგონიათ, შეიძლება ისინი ფიქრობენ, რომ აქ ებრძვიან რაღაც რუსულს და სადაც საბრძოლველი იყო, მათ ლიდერებს იქ არ უბრძოლიათ და წითელ ხიდზე ვერ ასწრებდა ვერავინ. თუ საბრძოლველი იქნა, ჩვენზე მაგრად ვერავინ იბრძოლებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა