გიორგი კალანდარიშვილი - ცესკო სრულ ღიაობას აცხადებს, ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფის მიზნით - პასუხი გაცემულია ყველა მანიპულაციასა თუ სპეკულაციასთან მიმართებაში, რომელიც გასულ წლებში ცესკოსთან მიმართებით არსებობდა

სამართლიანობის და თავისუფალი არჩევნების ერთ-ერთი წინაპირობა გამჭვირვალე, საჯარო საქმიანობა გახლავთ და ამ მიმართულებით ინსტიტუცია უკვე მრავალი წელია სრულ ღიაობას აცხადებს არამხოლოდ აქტივობებთან ხელმისაწვდომობის მიმართულებით, არამედ ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას.

მისი თქმით, აღნიშნული გამოხატულია შესაბამისი სამუშაო პლატფორმების შექმნით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით და სხვა იმ ღონისძიებებით, რომელიც პასუხობს ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს.

„სამართლიანობის და თავისუფალი არჩევნების ერთ-ერთი წინაპირობა გამჭვირვალე, საჯარო საქმიანობა გახლავთ და ამ მიმართულებით ინსტიტუცია უკვე მრავალი წელია სრულ ღიაობას აცხადებს არამხოლოდ აქტივობებთან ხელმისაწვდომობის მიმართულებით, არამედ ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფის მიზნით. ეს გამოხატულია შესაბამისი სამუშაო პლატფორმების შექმნით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით და სხვა იმ ღონისძიებებით, რომელიც პასუხობს ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. ასევე, ემსახურება იმას, რომ კენჭისყრის დღე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით იქნას ადმინისტრირებული, რასაც ასევე ხაზს უსვამს ამერიკის ელჩის რამდენიმე დღის წინ გაკეთებული შეფასება საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან და მის გუნდთან მიმართებაში. ამას ასევე ხაზს უსვამს ეუთო\ოდირის წინასაარჩევნო შუალედური ანგარიში, რაც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. აქ ხაზგასმითაა აღნიშნული ტექნიკური, პროფესიული მიმართულებით მზაობა, გამჭვირვალობა, ინსტიტუციის მხრიდან ღიაობა და ის გადადგმული ნაბიჯები, რასაც ინსტიტუცია იმისთვის ახორციელებს, რომ პროცესები ინკლუზიური, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი იყოს და ეს ყველაფერი განსაკუთრებით კენჭისყრის დღესთან მიმართებაში, როდესაც ტექნოლოგიური ინტერვენციის ჭრილში, ფაქტობრივად, პასუხი გაცემულია ყველა მანიპულაციასა თუ სპეკულაციასთან მიმართებაში, რომელიც გასულ წლებში ცესკოსთან მიმართებით არსებობდა“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში არჩევნებს „ახლოდან დააკვირდება“.

„გვსურს, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს და მომავალ დღეებში ახლოდან დავაკვირდებით“, - განაცხადა მილერმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე