მამუკა ხაზარაძე - 26 ოქტომბერს მატყუარა რუსულ ხელისუფლებას გავისტუმრებთ და დაიწყება რეალურად ახალი ცხოვრება, გარანტიას გაძლევთ

26 ოქტომბერს ჩვენ ამ მატყუარა რუსულ ხელისუფლებას, რომელიც არ ატარებს ქართველი ხალხის ინტერესებს, გავისტუმრებთ და დაიწყება რეალურად ახალი ცხოვრება. მე ამის გარანტიას გაძლევთ, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს დაპირებები, რომელიც არასდროს სრულდება და „„ქართული ოცნების“ 12-წლიანი ტყუილების კასკადი უნდა დავამთავროთ“.

მან ახალგაზრდებს მიმართა და განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სწორედ მათთვის არის, რადგან სწორედ მათ უნდა იცხოვრონ მომავალ საქართველოში.

„10 დღე დარჩა, რომ ჩვენს ქვეყანაში შევცვალოთ რეალობა. 10 დღე დარჩა, რომ „ქართული ოცნების“ 12-წლიანი ტყუილების კასკადი დავამთავროთ ამ ქვეყანაში. 10 დღე დარჩა, რომ ჩვენ ყველამ დავიწყოთ ახალი, ძლიერი საქართველოს შენება. ამ პროცესში თითოეულ თქვენგანს გაკისრიათ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა. 26 ოქტომბრის არჩევნები განსაკუთრებით თქვენთვის არის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ თქვენ ხართ ის თაობა, რომელმაც უნდა იცხოვროს მომავალ საქართველოში. თქვენ ჩვენზე მეტი უნდა იცხოვროთ იმიტომ, რომ ჩვენ გავიარეთ რაღაც ეტაპი. ამ ბრძოლაში ჩვენ ვართ ერთად. ჩემი სურვილია, კარგად დავფიქრდეთ, სრული მობილიზაცია გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავამთავროთ ტყუილი. ამ ქვეყანაში დავამთავროთ ის დაპირებები, რომელიც არასდროს სრულდებოდა ბოლო 12 წლის განმავლობაში. დავამთავროთ 20 - წლიანი ავარდნა-ჩავარდნის პოლიტიკა, სადაც საქართველო სტაბილურად ვერ ვითარდებოდა“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა მისი გუნდის გეგმაზე და საჭირო რეფორმებზე.

„10 დღეში ჩვენ დავიწყებთ ისეთი ქვეყნის მშენებლობას, სადაც „ძლიერი საქართველო“ დაიწყებს განათლების სისტემის სერიოზულ რეფორმას. ყველაზე მთავარი, რაც თქვენ გჭირდებათ არის ხარისხიანი განათლება. 10 დღის შემდეგ დაიწყება ისეთი საქართველოს მშენებლობა, სადაც თქვენ, კურსდამთავრებულები არ იქნებით ბედის ანაბარა, დიპლომით ხელში, გექნებათ გარანტია, რომ გააგრძელოთ თქვენი საქმიანობა ამა თუ იმ საწარმოში თუ საჯარო დაწესებულებაში. 10 დღის შემდეგ მოხდება ის, რომ ჩვენი ახალგაზრდები აღარ იქნებიან ორიენტირებული იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა დატოვონ. მათ აქ მიეცემათ იმის კეთების სურვილი და საშუალება, რაც ყველა ნორმალურ ქვეყანაში ეძლევათ. 10 დღის შემდეგ, არჩევნების შემდეგ, დაიწყება ის მოლაპარაკება ევროკავშირთან, რომელიც ჩვენი ისტორიული არჩევანია, რომელიც კონსტიტუციაში გვიწერია და რომლის დასაცავადაც თქვენ იდექით ქუჩაში. როცა იყო რუსული კანონი შემოღებული, თქვენ გამოხვედით და ამის საპასუხოდ თქვენ მიიღეთ ხელკეტები, წყლის ჭავლი, გაზი და ა.შ. მაგრამ თქვენ არ დანებდით და არ დავნებდით არავინ. არ დავნებდებით იმიტომ, რომ ეს ქვეყანა არის თითოეული ჩვენგანის“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის