150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეცამეტე რაუნდის ფინალური ეტაპი დაიწყო,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, სამი დღის განმავლობაში ფინალისტი სტარტაპერები საკუთარი პროექტების პრეზენტაციას საინვესტიციო კომიტეტის წინაშე წარადგენენ.

„გაიცანით კომპეტენტური ჟიური, რომელიც მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ არის დაკომპლექტებული: მარვინ ლიაო - ინვესტორი, მენტორი და მრჩეველი. Gamegroove Capital-ის პარტნიორი; ბილ რაიჰართი - 20 წელზე მეტი გამოცდილების ინვესტორი, მეწარმე, ვენჩურული კაპიტალისტი, მენტორი, სპიკერი, მრჩეველი და ლექტორი; საშა მიჩაუდი- გლოვოს თანადამფუძნებელი, ანტერპრენერი, ინვესტორი და მრჩეველი; ქრისტოფერ ბერი - მეწარმე, ტექნოლოგიების ლიდერი, ინვესტორი და სპიკერი, აშშ-ს ბაზრის წვდომის ცენტრის (US Market Access Center USMAC) აღმასრულებელი დირექტორი, არის აქტიური ენჯელ ინვესტორი, 2005 წლიდან - მეწარმეების ტრენერი და მენტორი. ტიმ ვაგნერი - ინვესტორი მრავალწლიანი გამოცდილებით, როგორც მარკეტინგის, ასევე პროდუქტების განვითარებისა და ბიზნეს გუნდების მართვის მიმართულებით.

გამარჯვებულები 2024 წლის 19 ოქტომბერს გამოვლინდებიან - სტარტაპები, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა, გახადონ თავიანთი კომპანია უფრო წარმატებული და შეძლონ პროდუქტის გლობალურ ბაზარზე გატანა.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2024 წლის 1 ივლისს მეცამეტედ გამოაცხადა. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის თორმეტი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 235 სტარტაპი დაფინანსდა.

პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია