„ქართული ოცნების“ დელეგატი გოჩა ენუქიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ლენტეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობასთან აგრძელებს

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთის დელეგატმა გოჩა ენუქიძემ, შეხვედრები ლენტეხის მუნიციპალიტეტის რცხმელურის, ხოფურისა და ხელედის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობასთან გამართა.

პარტიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების" ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ასევე, ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. გოჩა ენუქიძემ მოისმინა მოქალაქეთა პრობლემები და ისაუბრა მათი გადაჭრის გზებზე.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს