ბენიამინ ნეთანიაჰუ - „ჰამასის“ პოლიტბიუროს თავმჯდომარე, იაჰია სინვარი მოკლულია, დავინდობთ ყველას, ვინც მძევლებს გაათავისუფლებს და იარაღს დაყრის

იაჰია სინვარი მოკლულია, დავინდობთ ყველას, ვინც მძევლებს გაათავისუფლებს და იარაღს დაყრის. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ნათანიაჰუს თქმით, ისრაელის მიერ "ჰამასის" პოლიტბიუროს თავმჯდომარის, იაჰია სინვარის მკვლელობა, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბრის ისრაელზე თავდასხმის ორგანიზატორად ითვლება, ნიშნავს, რომ „ჰამასი აღარ იბატონებს ღაზაში“.

მან მიმართა პალესტინელ ხალხს, რომ „ჰამასის“ შემდგომი „დღის დასაწყისია“.

„ და ეს შესაძლებლობაა თქვენთვის, ღაზის მცხოვრებთათვის, რომ საბოლოოდ თავი დააღწიოთ ტირანიას.

სინვარმა თქვენი ცხოვრება გაამწარა. გითხრათ, რომ ლომია, მაგრამ რეალურად ბნელ ბუნაგში იმალებოდა. მოკლეს, როდესაც პანიკაში ჩვენს ჯარისკაცებს გაურბოდა.

„ჰამასის“ ტერორისტებს ვეუბნები: თქვენი ლიდერები გარბიან და მათი განადგურება მოხდება”, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელი ყველას დაინდობს, ვისაც მძევლები ჰყავს აყვანილი, თუ ისინი მძევლებს გაათავისუფლებენ და იარაღს დაყრიან.

“ამავდროულად ვამბობ, ვინც ჩვენს მძევლებს ავნებს, მისი სისხლი მის თავზე იქნება. მასთან ანგარიშსწორებას მოვახდენთ”, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ