რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილე - ნატო-ს ქვეყნებს შორის პოლონეთს ყველაზე რადიკალური პოზიციები უჭირავს, მათი ლიდერები უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე გრუშკო განცხადებით, პოლონეთის ხელისუფლების განცხადებებს რეძიკოვში ამერიკული სარაკეტო თავდაცვის სისტემის მიერ რუსული რაკეტების ჩაჭრის შესაძლებლობის შესახებ უპასუხისმგებლოა.

„ნატო-ს ქვეყნებს შორის პოლონეთს ყველაზე რადიკალური პოზიციები უჭირავს, მათი ლიდერები აკეთებენ უპასუხისმგებლო განცხადებებს“, - განაცხადა გრუშკომ.

შეგახსენებთ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ რამდენიმე დღის განაცხადა, რომ ქვეყანა მალე გახსნის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო ბაზას აშშ-სთან შეთანხმებით და დასძინა, რომ ვარშავა აწარმოებს მოლაპარაკებებს შეერთებულ შტატებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ მისმა სარაკეტო თავდაცვის სისტემებმა პოლონეთის მიმართულებით მფრინავი რუსული რაკეტები ჩამოაგდოს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა