„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო შეხვედრების გამართვას ოზურგეთის მოსახლეობასთან განაგრძობს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ და „ქართული ოცნების“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ, მორიგი შეხვედრები სოფელ ოზურგეთის, მელექედურის და გურიანთის მოსახლეობასთან გამართეს.

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ხელისუფლების მიერ გაწეულ სამუშაოზე, საარჩევნო პროგრამასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

მათივე ცნობით, არჩილ თალაკვაძემ მოქალაქეებს საარჩევნო კამპანიაში ჩართულობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„განვაგრძობთ საარჩევნო კამპანიას ოზურგეთში. პირველ რიგში, მადლობას ვუხდი ჩვენს თანამოქალაქეებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის! შეხვედრებზე საზოგადოებას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მთავარ საკითხებზე ვესაუბრეთ და ჩვენი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გავაცანით. მჯერა, ოზურგეთი, ისევე როგორც მთელი საქართველო, მხარს მშვიდობიან მომავალს, კეთილდღეობას და ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას დაუჭერს მხარს!“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეხვედრას „ქართული ოცნების“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მომღერალი ბექა ჩხაიძე და საკრებულოს წევრები დაესწრნენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს