გერმანიის ელჩი - საქართველოს შეუძლია რაც უნდა ის გააკეთოს, მაგრამ მას არ შეუძლია რაც უნდა ის აკეთოს და თან ევროკავშირში გაწევრიანდეს

საქართველოს შეუძლია რაც უნდა ის გააკეთოს, მაგრამ მას არ შეუძლია რაც უნდა ის აკეთოს და თან ევროკავშირში გაწევრიანდეს, - ასე ეხმაურება საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი 17 ოქტომბერს ევროპული საბჭოს მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ დებულებებს.

„ეს არის ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია საქართველოსთან მიმართებით, რომელიც 17 ოქტომბერს მიღებული იქნა ევროპული საბჭოს მიერ, რომელიც ევროკავშირის გაფართოებაზე ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოა. ამ საკითხზე თუ ღელავთ, წაიკითხეთ და გაიაზრეთ ეს სიტყვები. საქართველოს შეუძლია რაც უნდა ის გააკეთოს. მაგრამ მას არ შეუძლია რაც უნდა ის აკეთოს და თან ევროკავშირში გაწევრიანდეს. თქვენ წყვეტთ“, - წერს ფიშერი.

ცნობისთვის, ევროპული საბჭო, რომელიც ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერს აერთიანებს, თავის გუშინდელ გადაწყვეტილებაში ამბობს, რომ ის „კვლავ სერიოზულადაა შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსთან დაკავშირებით“ და აღნიშნავს, რომ „მსგავსი მოქმედების კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დე ფაქტო აჩერებს”.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა