დიმიტრი პესკოვი - დიალოგისთვის მზადყოფნის შესახებ შოლცის სიტყვები მნიშვნელოვანია

დიალოგისთვის მზადყოფნის შესახებ შოლცის სიტყვები მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„გვესმის სიტყვები, რომლებიც ბერლინიდან მოდის - დიალოგისთვის მზადყოფნის შესახებ შოლცის სიტყვები. ეს მნიშვნელოვანი სიტყვებია, რადგან სულ ცოტა ხნის წინ, გერმანია კოლექტიური დასავლეთის იმ დანარჩენ ქვეყნებს შორის იყო, რომლებიც პუტინთან კონტაქტებს სრულად გამორიცხავდნენ. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს პოზიცია არაპერსპექტიული იყო“, - განაცხადა პესკოვმა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ ოლაფ შოლცის მზადყოფნა არის „ის, რაც შეიძლება მისასალმებელი იყოს“.

ცნობისთვის, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ გერმანია რუსეთის ხელმძღვანელობასთან საუბრისთვის მზად არის, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღება უკრაინის ზურგს უკან არ მოხდება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა