რუსული მხარის ინფორმაციით, ქვეყნის შვიდ ოლქში 110 უკრაინული დრონი გაანადგურეს, დაშავდა ოთხი ადამიანი

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა წუხელ ქვეყნის ტერიტორიაზე 110 უკრაინული დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, დრონები განადგურდა კურსკის, ლიპეცკის, ორიოლის, ნიჟნი ნოვგოროდის, ბელგოროდის, ბრიანსკის და მოსკოვის ოლქებში.

„საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს 110 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი“, - ნაქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, 43 კურსკის ოლქის ტერიტორიაზე გაანეიტრალეს, 27 - ლიპეცკის ოლქში, 18 - ორიოლში, 8 - ნიჟნი ნოვგოროდში, 7 დრონი ბელგოროდის ოლქის თავზე ჩამოაგდეს, 6 - ბრიანსკში და ერთი - მოსკოვის ოლქში.

ნიჟნი ნოვგოროდის გუბერნატორის, გლებ ნიკიტინის თქმით, ძერჟინსკის ინდუსტრიულ ზონაში უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ერთ-ერთი საწარმოს სახანძრო განყოფილების ოთხი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა და სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს