თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კინოგადაღებისთვის 21-22 ოქტომბერს სამხედრო ტექნიკა გადაადგილდება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული ფილმისთვის სამხედრო თემატიკის რამდენიმე სცენის გადაღება იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მხატვრული ფილმის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ეპიზოდის გადასაღებად, დედაქალაქის აეროპორტის ძველი ტერმინალის ტერიტორია შეირჩა, სადაც 21-22 ოქტომბერს, ორი დღის განმავლობაში სპეციალური სამხედრო ტექნიკა და სამხედრო ფორმებში ჩაცმული მსახიობები გადაადგილდებიან.

მათი ცნობით, პროექტი სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში" მხარდაჭერით ხორციელდება და მისი საქართველოში დასახარჯი ბიუჯეტი, ჯამში, 13 მლნ ლარს შეადგენს.

„ამერიკულ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმზე ჰოლივუდის მსახიობები, რეჟისორი და კინოოპერატორი მუშაობენ. ფილმის გადაღებების ფარგლებში დასაქმებულია საქართველოს 200-ზე მეტი მოქალაქე.

საქართველოში დაგეგმილი გადაღებები, სხვადასხვა ლოკაციაზე, 36 დღის განმავლობაში გაგრძელდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს