„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ოზურგეთში შეხვედრებს განაგრძობს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - არჩილ თალაკვაძე, „ქართული ოცნების“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე - დავით დარჩია, ოზურგეთის მერი - ავთანდილ თალაკვაძე და მოადგილე - გიორგი ღურჯუმელიძე, საკრებულოს წევრებთან ერთად, ბენტონიტური თიხის გადამამუშავებელ საწარმოებში დასაქმებულებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

„ვისაუბრეთ მშვიდობის და უსაფრთხოების როლზე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის; ჩვენი ხელისუფლების მიერ შესრულებულ სამუშაოზე და საინვესტიციო გარემოზე, ასევე, სამომავლო გეგმებზე. კერძო სექტორის მხარდაჭერა იქნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი მომავალშიც. მჯერა, 26 ოქტომბერს ერთად გავიმარჯვებთ“, - აღნიშნა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

როგორც მერის მოადგილემ და „ქართული ოცნების“ გურიის რეგიონულმა კოორდინატორმა გიორგი ღურჯუმელიძემ აღნიშნა, მმართველი გუნდის პრიორიტეტი არის კერძო სექტორის მხარდაჭერა, რომელმაც უნდა შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და უზრუნველყოს ქვეყნის სწრაფი განვითარება.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს