ირაკლი კობახიძე - სასტუმრო „ბოდბე" მთლიანად ქართული ინვესტიციით  აშენდა, რომლის მოცულობა 56 მლნ დოლარია, სასტუმროში დასაქმდება  200-მდე ადამიანი

სასტუმრო „ბოდბე" მთლიანად ქართული ინვესტიციით აშენდა, რომლის მოცულობა 56 მლნ დოლარია და სასტუმროში დასაქმდება 200-მდე ადამიანი, რომელთა უმეტესობა ადგილობრივი მცხოვრებია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სიღნაღში, სასტუმრო „ბოდბეს" გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მაღალი კლასის სასტუმროების გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია სიღნაღისთვის, კახეთისთვის და საერთაშორისო დონეზე ქვეყნის პოპულარიზაციისთვის.

„დასაქმების ხელშეწყობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ასეთი პროექტები ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია. სასტუმროში არის 132 ნომერი, კვების ობიექტები, საკონფერენციო და დასასვენებელი სივრცეები. ყველაფერი არის უმაღლესი ხარისხის. უმაღლესი კლასის სასტუმრო შეემატა ჩვენს ქვეყანას და რეგიონს.

მინდა, მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს" და „სმარტ კაპიტალს" ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებისთვის. ეს არ არის მარტო ბიზნესპროექტი, ეს არის პროექტი, რომელიც ზოგადად ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც იყო ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ბატონი ვანო ჩხარტიშვილი და მადლობა გადავუხადო მას და მის ოჯახს ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებისთვის", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა