მიხეილ სააკაშვილი - როდესაც ხალხს ვერ სთავაზობ მომავლის პერსპექტივას, კამპანიის საწარმოებლად მხოლოდ სიძულვილის ენა გრჩება - 26 ოქტომბერს ეს სიმახინჯე უნდა დავასრულოთ

როდესაც ხალხს ვერ სთავაზობ მომავლის პერსპექტივას, კამპანიის საწარმოებლად მხოლოდ სიძულვილის ენა გრჩება - 26 ოქტომბერს ეს სიმახინჯე უნდა დავასრულოთ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აგრესიული კამპანია რუსული რეჟიმის ხელწერაა.

„რუსული რეჟიმის ხელწერაა აგრესიული კამპანია. როდესაც ხალხს ვერ სთავაზობ მომავლის პერსპექტივას, კამპანიის საწარმოებლად გრჩება მხოლოდ სიძულვილის ენა. ასეთია რუსული რეჟიმის ბუნება. ძალაუფლების ხელიდან არ გაშვების შიშით შეპყრობილები მიდიან ყველაფერზე.

დღეს სახლიდან გასულ ჩემს მცირეწლოვან ქალიშვილს, პირდაპირ სახლთან დახვდა დაკიდებული "ცნობილი" ბანერი და შეშინებულმა ჰკითხა დედამისს - ეს მამიკოა?

ეს არის არასრულწლოვან ბავშვებზე ფსიქოლოგიური ტერორი.

ჩემს გარდა, ბანერზე გამოფენილ პოლიტიკურ ლიდერებსაც ჰყავთ შვილები და წარმომიდგენია რას განიცდიან მათი შვილები, როდესაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ან სულაც საცხოვრებელ სახლებთან ხედავენ საფრთხობელებად გამოყვანილ მათ მშობლებს.

26 ოქტომბერს ეს სიმახინჯე უნდა დავასრულოთ. ერთად უნდა ვიფიქროთ ჩვენი და მათი შვილების გადარჩენისთვის“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს