თავისუფლების მოედანზე მარში - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მიმდინარეობს

მარშის - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მონაწილეები სხვადასხვა ლოკაციიდან თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს შეუერთდნენ.

კერძოდ, მარშს უკვე შეუერთდნენ გმირთა მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანზე და რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი მოქალაქეები.

აქციის მონაწილეებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ევოკავშირის მხარდამჭერი ლოზუნგები და პლაკატები აქვთ.

მარშის შემაჯამებელი ღონისძიება სწორედ თავისუფლების მოედანზე შედგება. თავისუფლების მოედანზე დაგეგმილია კონცერტიც, რომელში მონაწილეობას მიიღებენ მუსიკოსები: ჯგუფი „ყველა“, LOUDSPEAKERS, ნიაზ დიასამიძე, „გამოუვალი მდგომარეობა“, ბექა გოჩიაშვილი და თემურიკო დიასამიძე, ნინო ქათამაძე, ჯგუფი „ინსაითი“ და ნიკოლოზ რაჭველი. კონცერტი თავისუფლების მოედანზე, 19:00 საათზე დაიწყება.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს