ლევან მგალობლიშვილი ზუგდიდში აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან,„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატ დავით კოდუასთან, მმართველი პარტიის საარჩევნო სიის წევრებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ზუგდიდში, აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებსა და ომის ვეტერანებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოსახლეობასთან შეხვედრის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა მათთან აქტიური კომუნიკაციის აუცილებლობაზე.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის განცხადებით, მისი გუნდისთვის პრიორიტეტს დევნილი საზოგადოებისთვის აფხაზეთის მთავრობის პროგრამებსა და პროექტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს.

„მე ჩემს გუნდთან ერთად ავიღე პასუხისმგებლობა, რომ თქვენთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს ყველა სერვისი, რასაც ჩვენი მთავრობა ახორციელებ. იქნება ეს ჯანდაცვის თუ სხვა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით მოქმედი პროგრამები“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

შეხვედრა აფხაზეთის საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე დავით გულუას ორგანიზებით ჩატარდა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები