მიხეილ სარჯველაძე ჩხობაძის სახელობის სამედიცინო დაწესებულების სარემონტო სამუშაოებს გაეცნო

ჯანდაცვის მინისტრმა, ქუთაისში, ო. ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, კლინიკაში, გადაუდებელი დახმარებისა და ქირურგიული განყოფილებები რემონტდება. ასევე, იგეგმება მიმდებარე ტერიტორიისა და გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, პაციენტებს, საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო ცენტრი მოემსახურება, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვანია მაღალი დონის ჯანდაცვის სერვისების უზრუნველყოფისთვის.

სამედიცინო ცენტრი 130 საწოლზეა გათვლილი. კლინიკაში განთავსებულია გადაუდებელი დახმარების, ქირურგიის, რეანიმაციის, საოპერაციო ბლოკი, თერაპიის, კარდიოლოგიისა და ნერვული სნეულებების განყოფილებები. ასევე, ხელმისაწვდომია ამბულატორიული მომსახურება და ინსტრუმენტალური კვლევები.

მინისტრთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ: პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ტყემალაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის