დავით გაბაიძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ანა ზამეჩს (პოლონეთი), დანიელ ქერექეშს (სლოვაკეთი) და მისიის ასისტენტს მარიამ გერმისაშვილს შეხვდა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ცნობით, შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე, 26 ოქტომბრის არჩევნებსა და სადამკვირვებლო მისიების როლზე ისაუბრეს.

„დავით გაბაიძის განცხადებით, წინასაარჩევნო გარემო კონკურენტუნარიანი, მშვიდი და თავისუფალია, რაც განაპირობებს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. ამასთან, კიდევ ერთხელ დაადასტურა საერთაშორისო დამკვირვებლებთან თანამშრომლობის მზაობა.

სტუმრებმა დაათვალიერეს უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა - პლენარულ სხდომათა დარბაზი, ბიუროს ოთახი და მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი.

IRI-ის გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიაში 20 დამკვირვებელია, რომლებიც ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოს აკვირდებიან“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო