როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore

თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა. ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და კომფორტული ციფრული გადაწყვეტები და ადგილზევე წარადგინეს მათი მუშა პროტოტიპები.

საიდანაც ჟიურიმ სამი გამარჯვებული გუნდი გამოავლინა:

  • Bankify I ადგილი
  • Koggo 2.0 II ადგილი
  • Hack ‘n’ Slash III ადგილი

ჰაკათონის ჩატარების მიზანი ტექკომუნის გაერთიანებასთან ერთად, მათთვის რეალურ ცხოვრებაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზების შესაძლებლობების მიცემა და მათი ახლებური გადაწყვეტების მიგნება იყო. მონაწილე გუნდებმა დავალების შესახებ დეტალური ინფორმაცია ადგილზე მიიღეს, რის შესასრულებლადაც სამი დღე ჰქონდათ. მთავარი მოთხოვნა იყო, რომ იდეა გაზიარებული ყოფილიყო ვიზუალურად, პროტოტიპის ან MVP-ის სახით, რათა ჟიურის წევრებს შესაბამისი წარმოდგენა შეექმნათ.

ჰაკათონის სამ გამარჯვებულ გუნდს ფულადი ჯილდო გადაეცათ: I ადგილი - 10,000 ლარი, II ადგილი - 6,000 ლარი, ხოლო, III ადგილი - 4,000 ლარი.

„ჰაკათონი ფიზიკურ სივრცეში ჩატარდა, სადაც სამივე დღის განმავლობაში მუშაობდნენ გუნდები ახალი პროდუქტის შესაქმნელად. საჭიროების შემთხვევაში ადგილზე იყვნენ მენტორები, რომლებიც მონაწილეებს საკუთარი ცოდნის და გამოცდილების გაზიარებით დაბრკოლებების გადალახვაში ეხმარებოდნენ. ჩვენი მიზანი, როგორც წამყვანი ტექნოლოგიური ტალანტების დამსაქმებელის, იყო ტექპროფესიონალებისთვის შეგვექმნა უნიკალური გამოცდილება. მიღებული შედეგები გვაფიქრებინებს, რომ მიზანი მიღწეულია” - როსტომ ტალახაძე, თიბისის ციფრული ბიზნესის განვითარების ტრაიბ ლიდი.

თიბისი ტექნოლოგიური პროექტების ხელშეწყობით და განხორციელებით მუდამ ზრუნავს ტექეკოსისტემის განვითარებაზე და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანების განათლების გაღრმავებასა და მათ წახალისებაზე.

(R)

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა