წყნეთში ნოდარ მათიაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა

წყნეთში აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ნოდარ მათიაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა.

დედაქალაქის საკრებულოს ინფორმაციით, ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე პაატა პატიაშვილი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარე კობა კობალაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, საკრებულოს წევრები, ნოდარ მათიაშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრნენ.

უწყების ცნობით, გამომსვლელებმა შეკრებულ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვის საქმეში ნოდარ მათიაშვილის დამსახურებაზე ისაუბრეს.

“დღეს ჩვენ გვერგო პატივი საქართველოს გმირის, ნოდარ მათიაშვილის, სახელი მივანიჭოთ წყნეთის ერთ-ერთ კეთილმოწყობილ და ლამაზ სკვერს. წყნეთელებს კარგად ახსოვთ ახალგაზრდა კაცი, რომელიც მოხალისედ წავიდა აფხაზეთის ომში. ასეთი ადამიანების გმირობამ და თავგანწირვამ შეგვანარჩუნებინა ქვეყნის სუვერენიტეტი და ჩვენი იდენტობა. ნოდარ მათიაშვილის და კიდევ ბევრი ეროვნული გმირის ხსოვნა მარადიულია და დღეს ამ სკვერში დასასვენებლად მოსულმა ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ მშვიდობიან ცხოვრებას, სამშობლოს დამოუკიდებლობას არაერთი ჩვენი თანამემამულე შეეწირა”, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ნოდარ მათიაშვილი 1959 წელს წყნეთის იმ უბანში დაიბადა, სადაც საკრებულომ სკვერის სახელდება განახორციელა.

1993 წელს, საომარი მოქმედებების მიმდინარეობისას, თანამებრძოლის დახმარების დროს სეპარატისტებმა ტყვედ აიყვანეს ნოდარ მათიაშვილი და წამებით მოკლეს. სიკვდილის შემდეგ იგი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ნოდარ მათიაშვილის სახელი წყნეთში ერთ-ერთ ქუჩას ჯერ კიდევ 2019 წელს მიენიჭა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია