პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეული გაიხსნა

ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეულს მასპინძლობს.

ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

ღონისძიება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბაია კვიციანთან და პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურ დირექტორ, ირინე მარგიშვილთან ერთად გახსნა.

„კვირეულის ფარგლებში იმართება პრეზენტაციები, ვორქშოპები, პანელური დისკუსიები, ეწყობა საგამოფენო სივრცე, სადაც მხარეები ერთმანეთს უზიარებენ საუკეთესო პრაქტიკას და განიხილავენ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს. რაც თავის მხრივ, ქართულ და საერთაშორისო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ერთობლივ პროექტებზე მუშაობის პრაქტიკას უყალიბებს და პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციას უწყობს ხელს.

ღონისძიება პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის საერთაშორისო დონეზე პარტნიორობის ჩამოყალიბების ხელშესაწყობად იმართება. პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეულში საქართველოს როგორც საჯარო, ისე კერძო კოლეჯების წარმომადგენლები და პარტნიორი საერთაშორისო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები იღებენ მონაწილეობას 10 ქვეყნიდან - მათ შორის: ესპანეთი, ლიეტუვა, გერმანია, ესტონეთი, ლატვია, უნგრეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, თურქეთი და ჩინეთი.

კვირეულის გახსნას ასევე ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ასევე საელჩოების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს