კახა კალაძე - უსამშობლო ადამიანები გახარებულები იყვნენ, ზღვისუბნის პარკში რამდენიმე დღის წინ გახსნილი პროექტი რა მდგომარეობაშიაო - არაფერი მომხდარა, წყლის მილი დაზიანდა, რაც შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს

უსამშობლო ადამიანები გახარებულები და ბედნიერები იყვნენ: „აი, ზღვისუბნის პარკში რამდენიმე დღის წინ გახსნილი პროექტი რა მდგომარეობაშიაო“ - არაფერი მომხდარა, წყლის მილი დაზიანდა და გამოიწვია პატარა პრობლემა, რაც შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს. კიდევ ერთხელ ნახეთ, როგორ არ უხარიათ ქვეყნის წარმატება, ქალაქის განვითარება, წინსვლა,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ განმარტა, თბილისი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო საცხოვრებელი ადგილი იქნება.

„რამდენიმე დღის წინ, ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბანში გავხსენით ძალიან მაგარი პარკი. აღფრთოვანებას ვერ ვმალავ, ისეთი მაგარი პროექტი გამოვიდა. ყველას გვახსოვს, რა ვითარება იყო, სრული ჯოჯოხეთი - ნაგავსაყრელი, ჭაობი, სუნი, უბედურება! დღეს კი ერთ-ერთი საუკეთესო რეკრეაციული სივრცე გვაქვს. გუშინ, ფერდზე დაზიანდა წყლის ცენტრალური მილი. შესაბამისი კომპანია მუშაობს ადგილზე, დღის ბოლომდე ყველაფერი მოწესრიგდება. აღნიშნულმა გამოიწვია პატარა ფერდის ჩამორეცხვა, უნდა გენახათ, ეს უსამშობლო ადამიანები როგორი გახარებულები და ბედნიერები იყვნენ რომ „აი, რამდენიმე დღის წინ გახსნილი პროექტი რა მდგომარეობაშია“. არაფერი მომხდარა, წყლის მილი დაზიანდა, გამოიწვია პატარა პრობლემა, რაც შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს. ეს ყველაფერი მოწესრიგებული იქნება. კიდევ ერთხელ ნახეთ, როგორ არ უხარიათ ქვეყნის წარმატება, ქალაქის განვითარება, წინსვლა. ამ ადამიანებს, ყველას, 26 ოქტომბერს შესაბამისი პასუხი გაეცემათ, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, რათა შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, განვითარება მოხდეს, აღმშენებლობა და აღორძინება. დედაქალაქთან დაკავშირებით ბევრი და მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს. ყველას ვისაც არ უხარია ამ ქალაქის წინსვლა, მინდა ვუთხრა, რომ ეს ქალაქი იქნება ერთი-ერთი საუკეთესო ევროპაში საცხოვრებლად თავისი სილამაზით, შენობა ნაგებობებით, გამწვანებული სივრცით, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ასეთი იქნება ჩვენი ულამაზესი დედაქალაქით“,- აღნიშნა კალაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია