„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე, პაატა დავითაია ქუთაისში პარტიულ აქტივს და მხარდამჭერებს შეხვდა

„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე, პაატა დავითაია ქუთაისში პარტიის წარმომადგენლებს და მხარდამჭერებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ევროპელი დემოკრატები“ ავრცელებენ.

პაატა დავითაიას თქმით, ქუთაისელები მზად არიან მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო არჩევნებში და მხარი დაუჭირონ ცვლილებებს.

„არჩევნებამდე 4 დღით ადრე ჩვენს პარტიულ აქტივთან და მხარდამჭერებთან ერთად განვიხილეთ წინასაარჩევნო გარემო, რაც შექმნილია ქუთაისში.

ქუთაისელები მზად არიან მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო არჩევნებში და მხარი დაუჭირონ ცვლილებებს, ქვეყნის ევროპულ მომავალს. დარწმუნებული ვარ, ამომრჩეველი სწორ არჩევანს გააკეთებს. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ამომრჩევლამდე ჩვენი ღირებულებები და საპროგრამო საკითხები მიგვეტანა.

ქვეყნის ევროპული მომავალი არის ჩვენი, ყველას მთავარი ამოცანა. ეს არის ჩვენი პარტიის და ჩვენი მხარდამჭერების პოზიცია, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ, ამ არჩევნების უზარმაზარი მნიშვნელობა“, - აცხადებს პაატა დავითაია.

პაატა დავითაიას განცხადებას „ევროპელი დემოკრატები“ ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები