მამუკა ხაზარაძე - ველოდებით გამარჯვებას - გამოწვევა იქნება, სად წავიღოთ ამდენი სიხარული

ველოდებით გამარჯვებას. გამოწვევა იქნება, სად წავიღოთ ამდენი სიხარული, - ასე უპასუხა „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ კითხვას, თუ რას ელოდებიან არჩევნების დღეს და რა იქნება მთავარი გამოწვევა.

როგორც ხაზარაძემ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, მათ მეორე გამოწვევაც აქვთ.

„ველოდებით გამარჯვებას. გამოწვევა იქნება, სად წავიღოთ ამდენი სიხარული. მეორე გამოწვევა იქნება 27 ოქტომბერს როგორ მოხდეს სწრაფად კოალიციური შეთანხმება იმისთვის, რომ დავიწყოთ მუშაობა და ჩვენი გეგმების განხორციელება. ეს არის მოკლე პასუხი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

აღნიშნულ კითხვას, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ იუმორით უპასუხა:

„მე ველოდები ტორტს იმიტომ, რომ ჩემი დაბადების დღეა“, - აღნიშნა დოლიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს