მამუკა მდინარაძე -26 ოქტომბერი არის გადამწყვეტი ბრძოლა, გადავრჩებით თუ არა, საკუთარ ქვეყანას არავის დავუთმობთ და საქართველო იქნება გამარჯვებული

ჩვენ რა უნდა გვექნა თქვენ რომ ასეთი მაგრები არ ყოფილიყავით, თქვენ, რომ ასე მაგრად არ დაგვდგომოდით გვერდში იმ ძალიან უთანასწორო ბრძოლაში, რომელშიც რამდენიმე ეტაპი მოვიგეთ, გავიმარჯვეთ და კიდევ გავიმარჯვებთ. სხვანაირად გამორიცხულია იმიტომ, რომ ჩვენ, ჩვენს სამშობლოს არავის დავუთმობთ და არც არავის შევეცილებით, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე თბილისში შეკრებილ მოსახლეობას.

მამუკა მდინარაძის თქმით, 26 ოქტომბერი გადამწყვეტი ბრძოლაა.

„26 ოქტომბერი არის გადამწყვეტი ბრძოლა. ჩვენ გავიმარჯვებთ თუ არა, და ფიზიკურად და სულიერად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გადავრჩებით თუ არა, არ დავუთმობთ არც საკუთარ მოქალაქეებს, არც საკუთარ ქვეყანას არავის და საქართველო იქნება გამარჯვებული. ჩვენი ქვეყანა იქნება გამარჯვებული“, -აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს