ირაკლი კობახიძე - არჩევნები წარიმართება უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში - სპეცრაზმი არ სჭირდება არჩევნების ჩატარებას, ზოგადად შსს მთლიანად იქნება მობილიზებული

არჩევნები წარიმართება უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში და ამაში, რა თქმა უნდა, შსს-ს წვლილი არის განსაკუთრებული - სპეცრაზმი არ სჭირდება არჩევნების ჩატარებას. ზოგადად შსს მთლიანად იქნება მობილიზებული იმისთვის, რომ უზრუნველყოს მშვიდი საარჩევნო გარემო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა არის სახელმწიფოს ამოცანა, რისთვისაც ყველა უწყება იქნება მობილიზებული, მათ შორის, განსაკუთრებით შსს.

„არჩევნები წარიმართება უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში და ამაში, რა თქმა უნდა, შსს-ს წვლილი არის განსაკუთრებული, რომელიც აქტიურად მუშაობს საფრთხეების პრევენციაზე და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ, მადლობას გადავუხდი მთლიანად სამინისტროს ამ საქმიანობისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ავიყოთ ფხიზლად შემდეგი დღეების განმავლობაშიც, რამდენიმე დღე არის დარჩენილი 26 ოქტომბრის ჩათვლით და ბუნებრივია, ყველა სახელმწიფო უწყება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მშვიდი საარჩევნო გარემო და ასევე, მშვიდი პოსტ საარჩევნო გარემო. ეს არის ჩვენი ამოცანა, ეს არის სახელმწიფოს ამოცანა, ამისთვის ყველა უწყება იქნება მობილიზებული და მათ შორის განსაკუთრებით, ბუნებრივია, შსს. სპეცრაზმი არ სჭირდება არჩევნების ჩატარებას. ზოგადად შსს მთლიანად იქნება მობილიზებული იმისთვის, რომ უზრუნველყოს მშვიდი საარჩევნო გარემო. საფრთხეების პრევენცია არის ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა. ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს მშვიდ ვითარებაში საკუთარი არჩევანის გამოხატვის საშუალება და ამისთვის მობილიზებული იქნება ყველა სახელმწიფო უწყება. მშვიდი საარჩევნო გარემო, რა თქმა უნდა, არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და ამისთვის, რა თქმა უნდა, ჩართული იქნება, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროც“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, შსს და პოლიციის დეპოლიტიზება არის ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა.

„რაც შეეხება კონკრეტულ აქციებს, რაზეც თქვენ საუბრობთ, ეს აქციები იყო თავისი შინაარსით უკიდურესად ძალადობრივი, მათ შორის იყო შტურმი უმთავრესი კონსტიტუციური ორგანოს, საქართველოს პარლამენტის შენობაზე და ამაზე შსს-ს ჰქონდა სათანადო რეაგირება. იყო რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი, თუმცა ამ ინციდენტების მიღმა შსს მოქმედებდა თავიდან ბოლომდე კანონის და იმ პასუხისმგებლობის შესაბამისად, რომელიც სახელმწიფოს აკისრია ჩვენი მოქალაქეების წინაშე“, - განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის