სანდრო რაქვიაშვილი - „ქართულ ოცნებას“ წარსულში ბევრად უფრო შთამბეჭდავი მიტინგები ჩაუტარებია და გადამწყვეტ მომენტში, დამაგვირგვინებელი მიტინგი რომ ასეთი სუსტია, ძალიან პოზიტიური ამბავია

„ქართულ ოცნებას“ წარსულში ბევრად უფრო შთამბეჭდავი მიტინგები ჩაუტარებია და ასეთ გადამწყვეტ მომენტში, დამაგვირგვინებელი მიტინგი რომ ასეთი სუსტია, ძალიან პოზიტიური ამბავია, - ამის შესახებ „გირჩის” დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა „ქართული ოცნების“ გუშინდელ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ეტყობოდათ, რომ ხალხი ვერ შეკრიბეს წესიერად“.

„ბევრად უფრო ნაკლები ადამიანი მოიყვანეს რეგიონებიდან, ვიდრე, თეორიულად, სხვა შემთხვევაში შეძლებდნენ. მე ზოგადად, ამ მიტინგის შემდეგ პოზიტიური მოლოდინი მაქვს. მივიჩნევ, რომ „ქართული ოცნება“ საკმაოდ ბევრ ხმას დაკარგავს და იმედია, ეს ხალხი, ვინც „ქართულ ოცნება“ აღარ მისცემს ხმას, უმეტესწილად ჩვენს პარტიას აირჩევს.

ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ ბევრად უფრო შთამბეჭდავი მიტინგები ჩაუტარებია „ქართულ ოცნებას“ წარსულში და ასეთ გადამწყვეტ მომენტში, დამაგვირგვინებელი მიტინგი რომ ასეთი სუსტია, ზოგადად, ძალიან პოზიტიური ამბავია. გზავნილებს რაც შეეხება - არაფერი ახალი არ გაგვიგია“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა