საოლქო საარჩევნო კომისიები ვალდებულნი არიან, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-6 დღისა კენჭისყრის შედეგები ხელახლა გადათვალონ

საოლქო საარჩევნო კომისიები ვალდებულნი არიან კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-6 დღისა, (1-ელი ნოემბერი) კენჭისყრის შედეგები ხელახლა გადათვალონ.

უფრო კონკრეტულად, “საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, ყველა საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია, საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან, შემთხვევითი შერჩევით, 5 საარჩევნო უბანი გამოავლინოს, ამ საარჩევნო უბნების საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული პაკეტები გახსნას და კენჭისყრის შედეგები ხელახლა დათვალოს.

საოლქო საარჩევნო კომისია ასევე ვალდებულია, საარჩევნო დოკუმენტაცია გახსნას და ხელახლა დათვალოს კენჭისყრის შედეგები იმ შემთხვევაში, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში, ისე, რომ მას შესწორების ოქმი არ ახლავს, გადასწორებულია საარჩევნო სუბიექტისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ან ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა.

საოლქო საარჩევნო კომისიამ საარჩევნო დოკუმენტაცია იმ შემთხვევაში უნდა გახსნას და კენჭისყრის შედეგები ხელახლა დათვალოს, როდესაც ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობისა და საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობის ჯამი 5-ით ან 5-ზე მეტით აღემატება საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას.

კენჭისყრის შედეგები ხელახლა მაშინაც ითვლება, როდესაც ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობისა და საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობის ჯამი 10-ით ან 10-ზე მეტით ნაკლებია საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო