ბათუმში არჩევნები სრულად ელექტრონული წესით ტარდება, აჭარის მუნიციპალიტეტებში ნაწილობრივ ელექტრონული ფორმით,  ხოლო რიგ უბნებზე კი ტრადიციული მეთოდით

აჭარაში საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 08:00 საათზე საარჩევნო უბნები გაიხსნა. მოქალაქეებს ბათუმში სრულიად ელექტრონული წესით შეეძლებათ საკუთარი არჩევანის გაკეთება, აჭარის მუნიციპალიტეტებში: ხულოში, შუახევში, ქედასა და ქობულეთში ნაწილობრივ ელექტრონული, ხოლო რიგ უბნებზე საკუთარი არჩევანის დაფიქსირება ძველი მეთოდით შეეძლებათ.

აჭარაში რეგისტრირებულმა მოქალაქეებმა დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებიც უნდა აირჩიონ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, აჭარაში 317 უბანია გახსნილი და 317 119 მოქალაქეა რეგისტრირებული.

ამასთან, მათივე ცნობით, რეგიონში არჩევნები ელექტრონული წესით 251 უბანში ტარდება, ტრადიციული მეთოდით კი 66-ში.

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ცნობით, ბათუმში 154 357 ამომრჩეველია რეგისტრირებული და 90 საარჩევნო უბანია გახსნილი, მათ შორის ერთი სპეცუბანი ბათუმის ნომერ მესამე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია. მათივე ინფორმაციით, გადასატან ყუთზე 1229 მოქალაქეა რეგისტრირებული.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ისტორიაში რიგით მე-6 არჩევნებია. რეგიონის საკანონმდებლო ორგანო 21 წევრით უნდა დაკომპლექტდეს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს