ხათუნა სამნიძე - ქალებო, დავიცვათ ჩვენი, ჩვენი შვილების მომავალი, რათა ხვალ თვალებში ჩავხედოთ და ვუთხრათ, რომ მათ გვერდით, საქართველოს გვერდით დავდექით და მათ ხმებს დავიცავთ

მინდა განსაკუთრებულად მივმართო საქართველოს მოქალაქე ქალებს- ქალებო, დავიცვათ ჩვენი, ჩვენი შვილების მომავალი, რათა ხვალ თვალებში ჩავხედოთ და ვუთხრათ, რომ მათ გვერდით, საქართველოს გვერდით დავდექით და მათ ხმებს დავიცავთ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „დრო დადგა, როდესაც ევროპული მომავალი უნდა დავიცვათ“.

„მინდა ყველა იმ მოქალაქეს მივმართო, ვინც მიუხედავად ცუდი ამინდისა, დაღლილობისა, შესაძლებლობის, მაინც ნახა ძალა, წავიდა არჩევნებზე და ელოდება გამარჯვებას. მინდა მივმართო საქართველოს მოქალაქე ქალებს, რომლებიც ამ ქვეყნის განსაკუთრებული ძალა არიან, მათ შორის ჩვენც. მინდა მოგმართოთ და გთხოვოთ, ყველა მივიდეთ არჩევნებზე, ეს არის ჩვენი შვილების ევროპული მომავალი. ისინი ევროპაში უკვე არიან, ჩვენ ასე გავზარდეთ ჩვენი შვილები და დადგა დრო, როცა ეს მომავალი უნდა დავიცვათ. ქალებო, დავიცვათ ჩვენი, ჩვენი შვილების მომავალი, რათა ხვალ შვილებს თვალებში ჩავხედოთ და ვუთხრათ, რომ მათ გვერდით, საქართველოს გვერდით დავდექით და მათ ხმებს დავიცავთ. მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს ფარგლებს გარეთაც ვხედავთ არნახულ აქტივობას. „ქართული ოცნება“ იძულებული გახდება აღიაროს ეს შედეგი, საქართველოს მოქალაქის მომავალს წყვეტს საქართველოს მოქალაქე“, - განაცხადა სამნიძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს