ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს - იგეგმება მოგვიანებით განცხადებების გაკეთება

ოპოზიციური პარტიების ლიდერები სასტუმრო “ვინდჰემში” იყვნენ შეკრებილი.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული პირველადი წინასწარი შედეგების შემდეგ, სავარადუდ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საზოგადოებას სამოქმედო გეგმას გააცნობენ.

შეხვედრაზე იმყოფებოდა ცესკოს წინასწარი შედეგების მიხედვით, ბარიერგადალახული ოთხივე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი.

მათი ინფორმაციით, ნახევარ საათში ისინი განცხადებებს გააკეთებენ საკუთარი პარტიების ოფისებში.

“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, ბრძოლა გრძელდება

“ბრძოლა გრძელდება, სულ რაღაც 15-20 წუთში გაკეთდება განცხადება. ყველაფერი იქნება, მივდივართ წინ, გამარჯვებისკენ”, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ კი აღნიშნა, რომ ახლა ხმების დაცვა მიმდინარეობს.

“ჩვენ ვართ ჩვენ ამომრჩეველთან, ვიცავთ ყველა ხმას, ვიბრძვით ყველა ხმისთვის, ჩვენ გვჯერა იმ ეგზიტპოლის შედეგების, რომელიც დაიდო, ჩვენ ვიცით, რომ ქართველი ხალხი არ შეეგუება რუსეთის გუბერნიად გადაქცევას, შესაბამისი განცხადებები გაკეთდება ყველგან.

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ოპოზიციურ ლიდერებს ერთმანეთთან კომუნიკაცია აქვთ, თუმცა, პრეზიდენტთან კონსულტაცია ამ დრომდე არ გაუვლიათ.

“ჩვენი პოზიცია არის ისეთივე პრინციპული, როგორც პირველი დღიდან. პრეზიდენტთან კონსულტაცია არ გვქონია, მაგრამ კომუნიკაცია ყველას ყველასთან აქვს”, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობიათვის, ცესკოს პირველადი წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტის არჩევნებში “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ 53.028 %-ით ( 951 037 ხმა) ლიდერობს.

მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, რომელმაც 11.185 % (200 604 ხმა)

„ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 9,852 % (176 700) მოიპოვა;

„ძლიერი საქართველოს - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 9,011 % (161 603 ხმა) აქვს;

"გახარია საქართველოსთვის" - 8.224% (147 487);

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს