ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე - საქართველოს არჩევნების აშკარა გაყალბება შეუძლებელს ხდის მისი ლეგიტიმურობის აღიარებას

საქართველოს არჩევნების აშკარა გაყალბება შეუძლებელს ხდის მისი ლეგიტიმურობის აღიარებას, - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი პლატფორმა X-ის პირად გვერდზე წერს.

“საქართველოს არჩევნების აშკარა გაყალბება შეუძლებელს ხდის მისი ლეგიტიმურობის აღიარებას. არჩევნების გაყალბებით ქვეყანას არ შეუძლია ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ შეუძლია უკან, რუსეთთან ჩახუტება", - წერს ის.

ცნობისთვის, ცესკოს პირველადი წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტის არჩევნებში “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ 53.064 %-ით ( 955 662 ხმა) ლიდერობს. მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, რომელმაც 11.176 % (201 275 ხმა) მიიღო. „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 9.847 % (177 349) მოიპოვა; „ძლიერი საქართველოს - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8.998 % (162 056 ხმა) აქვს; "გახარია საქართველოსთვის" - 8.222 % (148 077 );

ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ელექტრონულ არჩევნებში 3111 უბნიდან მონაცემები დათვლილია 2 251 უბანზე.

ცესკოს ინფორმაციით, 20:00 საათის მონაცემებით საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობამ 58.94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.

4 ოპოზიციური სუბიქტიდან არჩევნების შედეგების არაღიარების შესახებ განცხადებები უკვე გააკეთეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმა. "ძლიერ საქართველოში" კი განაცხადეს, რომ ცესკო-ს მიერ გამოცხადებული შედეგები აცდენილია მოქალაქეების ნებას.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს