ირაკლი კობახიძე - მტკიცებულებებზე დაყრდნობით გვითხრან რა პრეტენზიები აქვთ - ესტონეთის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ რაღაც თქვა, მაგით ნუ დაიმშვიდებთ თავს

მტკიცებულებებზე დაყრდნობით გვითხრან რა პრეტენზიები აქვთ - ესტონეთის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ რაღაც თქვა, მაგით ნუ დაიმშვიდებთ თავს, - ასე ეხმაურება პრემიერი, ირაკლი კობახიძე ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებას, სადაც აღნიშნავს, რომ საქართველოს არჩევნების აშკარა გაყალბება შეუძლებელს ხდის მისი ლეგიტიმურობის აღიარებას.

როგორც პრემიერმა განმარტა, აღნიშნული განცხადება საინტერესო არ არის.

„არ არის საინტერესო. ჩვენ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა გვითხრან რა პრეტენზიები აქვთ, ზოგადი განცხადებები არ არის საინტერესო. ესტონეთის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ რაღაც თქვა, მაგით ნუ დაიმშვიდებთ თავს“, - აღნიშნა კობახიძემ.

კითხვაზე, რა მოხდება, თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასებები მწვავე იქნება, კობახიძე განმარტავს, რომ ვერავინ მოიტანს ფაქტს არჩევნების არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით.

„გუშინ თქვენი კოლეგები გვეკითხებოდნენ, რამდენად ვაღიარებდით ცესკოს შედეგებს, რამდენად გადავაბარებდით ხელისუფლებას. დღეს რატომ არ ეკითხებით იმავეს ოპოზიციას? აღიარებენ თუ არა ცესკოს შედეგებს? ჩვენგან ხომ ითხოვდით აღიარებას, მათგან რატომ არ ითხოვთ“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, მეორეხარისხოვანია ესტონეთის პარლამენტში და რუსეთის დუმაში ვინ რას იტყვის.

„ჩვენთვის არ არის საინტერესო რა განცხადებები კეთდება საზღვარგარეთ. ვიღაცას აინტერესებს ესტონეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე რა განცხადებას აკეთებს, ვიღაცას აინტერესებს რუსეთიდან რა განცხადება კეთდება. ჩვენ გვაინტერესებს ქართველი ხალხი რას ამბობს. უმრავლესობა ამბობს, რომ მშვიდობის შენარჩუნება და განვითარების გაგრძელება უნდა. დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია ესტონეთის პარლამენტში ვინ რას იტყვის და რუსეთის დუმაში. ამას არ დავდევთ“,- აღნიშნა პრემიერმა.

ინფორმაციისთვის, ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი პლატფორმა X-ის პირად გვერდზე წერს: „საქართველოს არჩევნების აშკარა გაყალბება შეუძლებელს ხდის მისი ლეგიტიმურობის აღიარებას. არჩევნების გაყალბებით ქვეყანას არ შეუძლია ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ შეუძლია უკან, რუსეთთან ჩახუტება".

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო