მიხეილ სააკაშვილი - არავინ უნდა შევიდეს პარლამენტში, ახლა არ არის თავზე ნაცრის ყრის დრო - ახლა დროა დიდი საპროტესტო აქციების

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პარლამენტში არცერთი ოპოზიციური პარტია არ უნდა შევიდეს.

როგორც სააკაშვილი თავის განცხადებაში აღნიშნავს, ახლა დროა დიდი საპროტესტო აქციების.

“რა თქმა უნდა, არავინ უნდა შევიდეს პარლამენტში! ახლა არ არის თავზე ნაცრის ყრის დრო, თუ როგორ მოგვატყუეს.

ახლა დროა დიდი საპროტესტო აქციების, რომ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ვიბრძვით თავისუფლებისთვის და ჩვენ ვართ ხალხი, ვინც არ შეეგუება უსამართლობას. დრო ძალიან ცოტაა!“,- წერია სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც „ფესიბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს