ირაკლი კობახიძე - ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო პრიორიტეტები გვაქვს - ბუნებრივია, მთავარი პრიორიტეტია ევროინტეგრაცია!

ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო პრიორიტეტები გვაქვს - ბუნებრივია, მთავარი პრიორიტეტია ევროინტეგრაცია! - ეს განცხადება მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ქვეყნის ყველა მიმართულებით განვითარება იმისთვის, რომ საქართველომ 2030 წლისთვის ევროინტეგრაციის მიზანს მიაღწიოს, რისთვისაც მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება.

კობახიძემ ამ კონტექსტში ყურადღება ეკონომიკური ზრდაზე გაამახვილა და როგორც განაცხადა, “თუ ეკონომიკური მაჩვენებლები არ იქნება სათანადო, ქვეყანას ევროკავშირში არავინ მიიღებს“.

„ჩვენ ურთიერთობების გადატვირთვას ველოდებით, რაც ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის დასაწყისიდან წარიმართება. გვაქვს კონკრეტული ვალდებულებები, რაც ასოცირების შეთანხმებით და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გვეკისრება. ჩვენი ამბიციური ამოცანაა 2028 წლისთვის ორივე მიმართულებით ამ ვალდებულებების 90%-ზე მეტი შევასრულოთ. ეს საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო 2030 წლისთვის იმ საბოლოო მიზანს მიაღწევს, რომელიც გვაქვს დასახული და ეს არის ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაცია.

ამისთვის საჭიროა ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით - მათ შორის განსაკუთრებით ეკონომიკური ზრდა. თუ ეკონომიკური მაჩვენებლები არ იქნება სათანადო, ქვეყანას ევროკავშირში არავინ მიიღებს“, - განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს