მიხეილ სააკაშვილი - ყველანი რუსთაველზე, რომელიც უნდა იქცეს პროტესტის მთავარ ციტადელად და საბოლოო გამარჯვების ადგილად

ყველანი რუსთაველზე, რომელიც უნდა იქცეს პროტესტის მთავარ ციტადელად და ჩვენი საბოლოო გამარჯვების ადგილად, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პროტესტი არ უნდა შენელდეს და კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს.

„ოლიგარქს სურს ფეხქვეშ გათელოს ჩვენი ღირსება და სიამაყე, საბოლოოდ წაგვართვას თავისუფლება.

ჩვენ უნდა ვუთხრათ მას და მის პატრონებს მოსკოვში, მთელი მსოფლიოს გასაგონად - არ დაგნებდებით! არ წაგართმევინებთ სამშობლოს!

არ გადაგაქცევინებთ ჩვენს ხალხს ოლიგარქის და რუსი მიგრანტების მომსახურე პერსონალად! არ ჩაგატოვებინებთ ერთ დროს წარმატებულ ქვეყანას ჭაობში!

საქართველოში არიან მონები, რომლებიც დაეხეტებოდნენ უბნიდან უბანზე არჩევნების მოსაპარად, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო პირველ რიგში არის გმირების ქვეყანა, რომელთაც მოიტანეს ჩვენი ქვეყნის იდენტურობა და არსებობა ჩვენამდე!

ჩვენს ქვეყანას ისევ ჭირდება გმირობა და თავდადება, ძალა ერთობაშია!

ყველანი რუსთაველზე, რომელიც უნდა იქცეს პროტესტის მთავარ ციტადელად და ჩვენი საბოლოო გამარჯვების ადგილად.

არათუ არ უნდა შენელდეს პროტესტი, არამედ კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, სანამ წელში არ გადავტეხთ მოძალადე რეჟიმს!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა