მამუკა ხაზარაძე - „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გახსნას სიები, თუ ასე არ მოიქცა, ნათელი იქნება, რამხელა ფალსიფიკაცია ჩაატარეს - შეცდომაა იმის თქმა, რომ „მანქანამ“ ვერ დათვალა, მაგრამ, რაც ამ „მანქანას“ ჩასძახეს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი

შეხვედრა იყო ინფორმაციული, ინტერესი დიდია, რადგან ყველას აინტერესებს ფაქტები, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გახსნას ის მონაცემები, რომლებიც ხმის მთვლელ მანქანაშია ჩატვირთული.

როგორც მამუკა ხაზარაძემ განმარტა, გაყალბება და მიტაცება მოხდა იქ, როცა ჩაიტვირთა ეს სიები მანქანაში.

“შეხვედრა იყო ინფორმაციული, მივაწოდეთ ინფორმაცია. ინტერესი დიდია, ჩვენ ვთხოვეთ ეს შეხვედრა. ინტერესი ძალიან დიდია, ეს გაგრძელდება, რადგან ყველას აინტერესებს ფაქტები და ეს ფაქტები თუ არ დაიდო და “ქართულმა ოცნებამ” უნდა გახსნას სიები, თუ ასე არ მოიქცა, მაშინ ყველასთვის ნათელი იქნება, რამხელა ფალსიფიკაცია ჩაატარეს.

“ძლიერმა საქართველომ” 18:00 საათზე გააკეთა ბრიფინგი, სადაც ვითხოვთ, რომ გამოქვეყნდეს და გაიხსნას ის მონაცემები, რომელიც ჩაიტვირთა მანქანაში. მე მინდა ავუხსნა საზოგადოებას, რომ მანქანამ სწორად დაითვალა, რა თქმა უნდა, ჩვენ პარალელური დათვლა გვქონდა და ამობეჭდილი ქვითრისა და მანქანის ციფრები, რა თქმა უნდა, ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ გაყალბება და მიტაცება მოხდა იქ, როცა ჩაიტვირთა ეს სიები მანქანაში.

უკვე იმდენი დარღვევაა ამოსული, რომელიც მიუთითებს სისტემურ დარღვევაზე, “ქართულმა ოცნებამ” და ცესკომ უნდა გახსნას ეს სიები და საზოგადოება ძალიან მარტივად მიხვდება, თუ როგორი მასშტაბის ფალსიფიკაციას ჰქონდა ადგილი. ჩვენ ეს გავუზიარეთ ჩვენს უცხოელ მეგობრებს. ჩვენ ტყუილად არ ვეძახით ამას რუსულ სპეცოპერაციას. ყველა არჩევნებზე, სამწუხაროდ, პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში ჩვენ მიჩვეული ვართ გაყალბებას, მაგრამ ეს არ იყო 1%-იანი და 2%-იანი გაყალბება, ეს იყო მასიური, სისტემური ხმების მითვისება.

შეცდომაა იმის თქმა, რომ მანქანამ ვერ დაითვალა. აი, რაც ჩასძახეს ამ მანქანას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია