ნიკა მელია - ეს ბრძოლა დღეს არ დაწყებულა, ეს არის პროცესი, ხალხი როცა ავტოკრატიის დასრულებას აპირებს, ზუსტად ისე მოიქცევა, როგორც დღეს მოიქცა

ეს ბრძოლა დღეს არ დაწყებულა, ეს არის პროცესი და სხვა ეტაპია უბრალოდ ამ პროცესში. ხალხი როცა ავტოკრატიის დასრულებას აპირებს, ზუსტად ისე მოიქცევა, როგორც დღეს მოიქცა, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ რუსთაველზე, აქციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მელიას თქმით, საზოგადოებამ მანდატი ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებს მისცა და ამის უტყუარი მტკიცებულებები არსებობს, რომელზეც უამრავი ადამიანი შესაბამის ჯგუფებში მუშაობს.

“ბრძოლა წინ მომავლისკენ, ევროპისკენ, ცივილიზაციისკენ, განვითარებისკენ. ეს ბრძოლა დღეს არ დაწყებულა, ეს არის პროცესი და სხვა ეტაპია უბრალოდ ამ პროცესში. ეს პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივა. ხალხი როცა ავტოკრატიის დასრულებას აპირებს, ზუსტად ისე მოიქცევა, როგორც დღეს მოიქცა - სიმტკიცით, სიმრავლით, დაუღლელობით, თანმიმდევრულობით თქვენ ნახავთ შედეგს და მე ვფიქრობ, დღევანდელმა დღემ ეს ყველაფერი დაადასტურა და ნათელყო პოლიტიკური ჯგუფების სათქმელი, რომელიც ითქვა მკაფიოდ, რომ არავინ აპირებს, მისცეს ლეგიტიმაცია ამ არჩევნებს, ამ პარლამენტს. საზოგადოებამ მანდატი მისცა პოლიტიკურ ჯგუფებს. უახლოეს პერიოდში, მათ შორის, კონკრეტული მტკიცებულებებით, უკვე ძალიან ბევრი ადამიანი შესაბამის ჯგუფში მუშაობს და ეს პროცესი გაგრძელდება ისე, როგორც გრძელდებოდა დღემდე, სანამ არ დასრულდება ის, რაც დასასრულებელია - უზურპაცია, ავტოკრატია და უსამართლობა”, - დასძინა მან.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი