ხათუნა სამნიძე - ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენ მივაღწიოთ იმას, რომ საერთაშორისო გამოძიება დაიწყოს - გამოძიების მიღწევა არის მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დაანგრევს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ახლა ოპოზიციის მიზანია, რომ არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიება დაიწყოს.

როგორც სამნიძემ ოპოზიციურ პარტიებთან სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებულ კონსულტაციების დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გამოძიების დაწყება „ქართულ ოცნებას“ დაანგრევს.

„დღეს, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ მრავლობით რიცხვში, თუ რა ვქნათ ერთად და ასევე, რა არის ჩვენი გეგმა. იმიტომ, რომ ერთმანეთის გარეშე არაფერი არ გამოვა. ხალხი, ოპოზიცია, პრეზიდენტი, დასავლეთი - ამ პროცესში ყველა ერთად უნდა ვიდგეთ. გამოსავალი არსებობს, ამას სჭირდება დაუღალავი, თანმიმდევრული ბრძოლა და არა დაღლა ან ერთმანეთზე გადაბრალება.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენ მივაღწიოთ იმას, რომ საერთაშორისო გამოძიება დაიწყოს. დამერწმუნეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ეშინია იმიტომ, რომ მათ იციან, რომ ჩვენ ჰაერზე კი არ ვლაპარაკობთ, არამედ ჩვენ ვლაპარაკობთ კონკრეტული ფაქტებით, რომ ეს არჩევნები გადაიწერა რუსული რეჟიმით. ამიტომ, გამოძიებაზე საუბარი და გამოძიების მიღწევა არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დაანგრევს“, - განაცხადა სამნიძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს