უნგრეთმა შვედეთის ელჩი, საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით ვიქტორ ორბანის განცხადებების მიმართ ბუდაპეშტის კრიტიკის გამო, საგარეო უწყებაში დაიბარა

უნგრეთში შვედეთის ელჩი, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებების მიმართ შვედეთის პრემიერ მინისტრის მიერ გამოთქმული კრიტიკის გამო, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, - უცხოური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა გამოთქვა შეშფოთება, რომ „რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი მთავრობა ყველაფერს აკეთებს ევროპასთან დაახლოების თავიდან ასაცილებლად“. ვიქტორ ორბანის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები იყო „თავისუფალი და დემოკრატიული“, შვედეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ორბანი არ საუბრობს ევროპის ქვეყნების ან შვედეთის სახელით.

„შესაძლოა, ის საუბრობს რუსეთის სახელით, მაგრამ არა ყველა ჩვენგანის სახელით“, - აღნიშნა შვედეთის პრემიერმა.

„ეს არის განცხადება, რომელიც მაქსიმალურად მკაცრად უნდა იქნას გასაჩივრებული და რაც შეიძლება მტკიცედ უნდა იქნას უარყოფილი. ჩვენ არ მოვითმენთ და არ მივიღებთ ვინმემ ეჭვქვეშ დააყენოს წარმოვადგენთ თუ არა ჩვენს ინტერესებს, უნგრეთის ეროვნულ ინტერესს, ან უნგრეთის პოზიციას“, - აღნიშნა პიტერ სიიარტომ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია