აშშ უკრაინისთვის 425 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს აანონსებს

აშშ უკრაინისთვის 425 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს აანონსებს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი განცხადებით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მარაგების შემცირების საპრეზიდენტო უფლებამოსილების (PDA) ფარგლებში ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინას დახმარება ამერიკული არმიის მარაგებიდან გადაეცემა.

პაკეტში სხვა ყველაფერთან ერთად შედის NASAMS და HIMARS სისტემების რაკეტები, Stinger რაკეტები, დრონების საწინააღმდეგო c-UAS აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა, “ჰაერი-მიწა” კლასის რაკეტები, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვები, ტანკსაწინააღმდეგო TOW რაკეტები და ტანკსაწინააღმდეგო Javelin და AT-4 სისტემები.

ამას გარდა, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სიაში მოხსენიებულია Stryker ჯავშანტრანსპორტიორები, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, სამედიცინო აღჭურვილობა, ასაფეთქებელი ნივთიერებები, სათადარიგო ნაწილები და ა.შ.

სამხედრო დახმარების აღნიშნული პაკეტი აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის 69-ეა 2021 წლის აგვისტოდან. წინა სამხედრო დახმარების პაკეტი (400 მილიონი დოლარის ღირებულების) აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა 21 ოქტომბერს კიევში ვიზიტის დროს გამოაცხადა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო