კიევის ექვს რაიონში რუსული დრონების ნამსხვრევები ჩამოვარდა

კიევის ექვს რაიონში რუსული დრონების ნამსხვრევები ჩამოვარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი პოპკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

სერგეი პოპკოს ცნობით, დრონის ნამსხვრევები კიევში, ერთ-ერთ შენობას მოხვდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები არიან მობილიზებული.

კიევში აფეთქებების ხმა დილიდან ისმის. ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებს.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, კიევში, დრონის ნამსხვრევები საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც ერთ-ერთ სართულზე ხანძარი გაჩნდა და ორი ადამიანი დაშავდა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი