დიდი ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი კემი ბეიდინოკი გახდა

დიდი ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი კემი ბეიდინოკი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„კონსერვატიული პარტიის“ წევრებს შორის კემი ბეიდინოკმა ხმების უმრავლესობა მიიღო, მეორე ადგილზე კი იმიგრაციის ყოფილი მინისტრი, რობერტ იენრიკი გავიდა.

„ჩემთვის ამ თანამდებობაზე არჩევა, ამ პარტიის ხელმძღვანელობა დიდი პატივია, პარტიის, რომელიც მიყვარს და პარტიის, რომელმაც ძალიან ბევრი მომცა“, - განაცხადა კემი ბეიდინოკმა თანამდებობაზე არჩევის შემდეგ.

კემი ბეიდინოკი 2017 წლიდან დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრია, „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის თანამდებობაზე კი მან რიში სუნაკი შეცვალა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო