გიორგი ვაშაძე - პირველადი დასკვნები წარვუდგინეთ დიპლომატიურ კორპუსს  და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ახლა „ქართული ოცნებისგან“ ველოდებით პასუხს, რადგან საერთაშორისო გამოძიება ვერ დაიწყება, თუ წვდომა არ მისცეს ყველა მასალაზე

ჩვენ პირველადი დასკვნები უკვე წარვუდგინეთ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ახლა „ქართული ოცნებისგან“ ველოდებით პასუხს, რადგან საერთაშორისო გამოძიება ვერ დაიწყება, თუ მათ წვდომა არ მისცეს ყველა ამ მასალაზე, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი ტოტალური და სისტემური დანაშაული ვერც დაიმალება და ვერავის ვერ შერჩება.

„ჩვენ პირველადი დასკვნები უკვე წარვუდგინეთ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ახლა „ქართული ოცნებისგან“ ველოდებით პასუხს, იმიტომ რომ საერთაშორისო გამოძიება ვერ დაიწყება, თუ მათ წვდომა არ მისცეს ყველა ამ მასალაზე. აქ საუბარია უზარმაზარ სისტემაზე. კიდევ მეტი ფაქტი გამოვა როგორ გააყალბეს, როგორ ჩატვირთეს ზედმეტი სიები, როგორ მისცეს იმ ადამიანების სახელების და გვარების გამოყენების უფლება, რომელიც რეალურად, საქართველოში არ იყვნენ - ამისი უამრავი და ზღვა ფაქტია. ასეთი ტოტალური და სისტემური დანაშაული ვერ დაიმალება და ვერავის ვერ შერჩება“, - განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ მათი მხრიდან პროტესტს არ ექნება ერთი ფორმა, არამედ ის იქნება მრავალფეროვანი.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს